|
2024-04-12 12:01:07, 347 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოაწყო
"საქართველოს ფოსტამ", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. "საქართველოს ფოსტის" ცნობით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას. „პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, "საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელდა“, - ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)