|
2024-04-11 13:08:13, 370 ნახვა
საზოგადოება
კახა კაკაბაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკას, ტყისა და დაცული ლანდშაფტების მართვის პრაქტიკას, ტყის განვითარების გეგმებს, ასევე „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირებისა და შეშის წარმოების სისტემას გაეცნენ. „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმა აქტიურ ფაზაშია. ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით, ტყის მართვის ახალ მოდელზე გადადის. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“, რასაც წელს კიდევ 16 დაემატება. რეფორმის წარმატებისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სატყეო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე Silva Regina, ასევე, Moravian Karst დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“, რომელსაც ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)