|
2024-04-11 12:36:26, 288 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია Air Astana-ს ჯგუფის რეგიონულ მენეჯერს, კამილა ჟაილაუბაევას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთიდან მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო - განსაკუთრებით აღსანიშნავია FlyArystan-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. "ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან შეხვედრებს, რათა მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. Air Astana ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო მოგვესმინა მათი გეგმების შესახებ საქართველოში. FlyArystan-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისში კვირაში 15 სიხშირით იფრენს. საერთო ჯამში კი საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში 39 სიხშირით შესრულდება. ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო სეგმენტია ჩვენი აეროპორტებისთვის და ტურიზმის სექტორისთვის. ვხედავთ, რამდენად მზარდია მოთხოვნა. მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის საჰაერო მიმოსვლა იყოს მიმზიდველი და ხელმისაწვდომი თითოეული მგზავრისთვის",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ყაზახურმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენის სიხშირეებს გაზრდას გეგმავს და ჯამში Air Astana და FlyArystan საქართველოში კვირაში 39 სიხშირით იფრენს. ზაფხულის სეზონზე Air Astana თბილისი-ალმატის მიმართულებით კვირაში 10 სიხშირით იფრენს, თბილისი-ასტანას მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით, ბათუმი-ალმატის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan-ი ყაზახეთის 5 ქალაქის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს. 2023 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 5 %-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს 167,492 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)