|
2024-04-11 11:44:55, 364 ნახვა
საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. "მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა. საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას, ასევე მიმართულია ახალგაზრდა თაობის მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებისკენ. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)