|
2024-04-10 14:55:18, 359 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაცია იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომიტეტის წევრებს, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. “მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს, ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. შეხვედრას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)