|
2024-04-10 14:25:09, 301 ნახვა
საზოგადოება
ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო
ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა. დედაქალაქის მერის თქმით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე პერიმეტრის განახლებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას. „ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017-2018 წლებში განხორციელდა. გალავნის ერთი ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი ამ პროექტის ფარგლებში, სრულად მიწესრიგდება. განათება შეიცვლება, დაემატება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის მინათება გამორთული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი 2025 წელს არის დაგეგმილი. ადგილზე, მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)