|
2024-04-09 13:51:39, 439 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ, ამიტომაც არ უნდათ ღიაობა
როგორც ამბობენ, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი. ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში. ეს არის სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებით და რა ამოცანებს ემსახურებით - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ 6-7 მდიდარ „ენჯეოს" წლის განმავლობაში 85 მილიონი ლარი აქვს დაფინანსება, აქედან 15 მილიონია დეკლარირებული. „დავინტერესდი, რატომ იბრძვის 6-7 მდიდარი „ენჯეო". გუშინ პრემიერმა გააკეთა განცხადება, სადაც 85 მილიონი ლარი აქვთ დაფინანსება წლის განმავლობაში, აქედან 15 მილიონია დეკლარირებული, დანარჩენი კაციშვილმა არ იცის, ვინ დააფინანსა და რა მიზნით. როგორც ამბობენ, გიგაურები, მშვენიერაძეები, პირველი პირები ვინც არიან, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლები, თვეში აქვთ 15-17 ათასი ლარი [ხელფასი], ანუ პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი. ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში. ეს არის სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებით და რა ამოცანებს ემსახურებით“,- განაცხადა ზარქუამ. მისივე თქმით, „ვხედავთ შედეგებს, როგორ იყო დაფინანსებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის წახალისება". „ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ეს ევროპულია? სიტყვის თავისუფლებაა რომ ცოცხლად დაწვა პოლიციელი? ამიტომაც გინდათ დამალოთ, რომ არ იცოდეს საზოგადოებამ, რომელი ორგანიზაცია აფინანსებს და რა მიზნით. ტელევიზიას რომ აფინანსებს, სადაც ლგბტ საზოგადოების პროპაგანდაზეა აქცენტირება, ამას არ გავატარებთ, მიუღებელია, ეს ხომ გითხრათ ნათლად ქართულმა საზოგადოებამ. როგორც ცნობილი გახდა, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეპატრონე გვარამია რამდენიმე დღით ადრე ხვდება „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს და ამის შემდეგ დაფინანსებას იღებს. ვეკითხებით, რა მიზნობრიობით აიღეთ? მიზნობრიობა არ არის, უბრალოდ ისე მოგვცესო. ვინ მოგცემთ თქვენ მილიონობით დოლარს, თუ მიზნობრიობა არ გაქვთ. დასამალი გაქვთ ქართული საზოგადოებისგან? ამას არ გაგიტარებთ. ყველამ უნდა იცოდეს, როგორც ევროპაშია ღია და გამჭვირვალე ეს კანონი და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ეს არის საქართველო, სახელმწიფო და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ აფინანსებს და რა მიზნობრიობით იმ არასამთავრობოებს, რომლებიც უცხო გავლენის წარმომადგენლები არიან. გარკვევით წერია მეორე მუხლში, წაიკითხეთ, რომ არ ეხება არცერთ სპორტულ ორგანიზაციას, არც ფედერაციებს, არც სტუდენტებს, არც სპორტსმენებს, არც სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ეხება ორად ორ მიმართულებას, ერთია მედია, თუ 20%-ზე მეტია დაფინანსება წლის განმავლობაში, ის ვალდებულია არა მანამდე, სანამ დააფინანსებდნენ, დაფინანსების შემდეგ, „პოსტფაქტუმ" დეკლარირება გააკეთოს, მეტი არაფერი და მეორე - არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც მოუწევთ დარეგისტრირება, თუ მათი შემოსავლის ფინანსები აღემატება 20%-ზე მეტს. რა არის აქ დასამალი და თუ დასამალი გაქვთ, ამას არ გაგიტარებთ. არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა არიოთ, არ მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო ნიჰილიზმი, დაძაბულობა, პოლარიზება შემოიტანოთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
აშშ-მ ირანისთვის იარაღის მიწოდების დახმარების გამო რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
Anchorისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)