|
2024-04-08 13:51:13, 312 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - აბსოლუტურად ყველა სუვერენული ქვეყანა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შემოსული უცხო დაფინანსების გამჭვირვალობას
აბსოლუტურად ყველა სუვერენული ქვეყანა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შემოსული უცხო დაფინანსების გამჭვირვალობას,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც წილოსანი აღნიშნავს, „შინაარსობრივად უცხო ძალების ლობირება და უცხო ძალის ინტერესების გატარება იდენტურია და იდენტურადვე ფარავს იმ საქმიანობას, რომელსაც აქ არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან". „აბსოლუტურად ყველა სუვერენული ქვეყანა უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე შემოსული უცხო დაფინანსების გამჭვირვალობას. იმ ქვეყნებში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ამ ფორმულირებით არ აქვთ, მოქმედებს ლობისტების შესახებ კანონი, სადაც კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება უცხოური დაფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა. გერმანიაში მოქმედებს ლობისტების რეესტრი, სადაც სწორედ გამჭვირვალობის მიზნით ორგანიზაციები"ლობისტად" რეგისტრირდებიან და ეს არ უქმნით ამ სუბიექტებს უხერხულობას ან საფრთხის შეგრძნებას, რადგან ანგარიშვალდებულება მათი გააზრებული პასუხისმგებლობის ნაწილია, მათ შორის ლობისტად არის რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობის გერმანიის ოფისი ავსტრიაში ლობისტები ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში. მათ შორის, ის ასოციაცია ან რამდენიმე პირის საკონტრაქტო დაჯგუფებაც, რომელთა საქმიანობა მოიცავს საერთო ინტერესების წარმომადგენლობას და რომელიც არც ლობისტური ფირმაა და არც თვითმმართველი ორგანო. ლუქსემბურგში, ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს მესამე პირს ან უფლებამოსილია მესამე მხარის მიერ და მოქმედებს ამ უკანასკნელის ან საკუთარი თავის სახელით და რომელსაც სურს დაუკავშირდეს პარლამენტის წევრებს, მათ საკანონმდებლო მუშაობასთან ან გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით რაიმე სახის გავლენის მოხდენის მიზნით, ასეთი პირი ვალდებულია, დარეგისტრირდეს გამჭვირვალობის რეესტრში, რომელიც გამოქვეყნებულია პალატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. ფინეთში, 2023 წლის ნოემბერში, ძალაში შევიდა აქტი, რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობის რეესტრის შექმნას. კანონის მიზანია, გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობის გაუმჯობესება და ამგვარად არასასურველი ქმედების პრევენცია, შესაბამისად, მოქალაქეების ნდობის გაძლიერება საბერძნეთში ლობისტების ვალდებულებაა დარეგისტრირდნენ ეროვნული გამჭვირვალობის ორგანოს (NTA) რეესტრში. NTA-ს აქვს უფლება ჩაატაროს აუდიტი, მიიღოს ქცევის კოდექსი რეგისტრირებული ლობისტებისთვის და გამოიძიოს ნებისმიერი საჩივარი პოტენციურ დარღვევებზე შინაარსობრივად უცხო ძალების ლობირება და უცხო ძალის ინტერესების გატარება იდენტურია და იდენტურადვე ფარავს იმ საქმიანობას, რომელსაც აქ არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან - გავლენას ახდენენ საზოგადოების ფართო მასების აზრის ფორმირებაზე, ლობირებას და ადვოკატირებას უწევენ კონკრეტული ინტერესების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტარებთან , კომიტეტებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ხვდებიან საზოგადოების ამა თუ იმ მოწყვლად ჯგუფებს და გავლენას ახდენენ მათი მოსაზრების ჩამოყალიბებაზე. ზემოთ მოცემული ინფორმაცია, კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რამდენად უსამართლო იყო გასულ წელს დაორგანიზებული აურზაური ამ კანონპროექტის ირგვლივ და რამდენად საჭიროა ახლა ეს პრინციპები დავამტკიცოთ პარლამენტმა“,- წერს ნინო წილოსანი.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)