07:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 17:20:07, 465 ნახვა

ეკონომიკა
AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა „თიბისის“ და Space International-ის მხარდაჭერით ჩატარდა

3 აპრილს, თბილისში,  AWS User Group-ის ორგანიზებით  და „თიბისის“ და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. „თიბისი“უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას.

ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა  რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან.  ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ.

შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას.

ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:

  • Platform Engineering, სადაც განხილული იყო პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდების პრაქტიკა და მისი სასიცოცხლო ციკლის გაუმჯობესების გზები.

  • Generative AI, სადაც შესაძლებელი იყო Generative AI-ის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღება, ასევე, მისი პოტენციური აპლიკაციებისა და ინდუსტრიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღება.
     
  • AWS Direct Connect -ის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავმართოთ AWS Direct Connect -ი on prem მონაცემთა ცენტრებსა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას შორის და მიიღეს გამოცდილება წამყვან სპეციალისტებთან კომუნიკაციით.  

AWS User Group-ის „თიბისის“ და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics