|
2024-04-04 17:09:30, 445 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - პირდაპირ ექვემდებარება იმ პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და ამ საკითხზე მედიის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, კანონპროექტი უკავშირდება სწორედ გამჭირვალობას და სხვას არაფერს. „კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომელიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის. ის, რომ ჩვენ გავიძახით - გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, არის გამჭირვალობა. თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭირვალობას, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, ცნობილი და ცხადი, თუ რომელი ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან იქნა დაფინანსებული. ამის გასაჯაროებაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა სახელისუფლო გუნდის შეცდომად მიიჩნია გასულ წელს გაწვეული კანონპროექტის თაობაზე საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირება. „რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინიციირებულია ევროკავშირში. „აქ საუბარია გამჭირვალობაზე. ეს დონორ ორგანიზაციებსაც დაეხმარება და გეტყვით, რატომ - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა USAID-ის მიერ. საუბარი იყო მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების დატრენინგებაზე, რეალურად კი რისი ტრენინგი მიმდინარეობდა, ხომ გვახსოვს ყველას? ეს გაურკვევლობები რომ იყოს აცილებული თავიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება აღნიშნული კანონი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)