|
2024-04-04 15:04:11, 418 ნახვა
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების საკითხებზე ამბროლაურში შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან უჯმაჯურიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ხვანჭკარის სპეციფიკაციაში დაგეგმილი ცვლილება განიხილეს, რომელიც 1 ჰექტარზე მოწეული ყურძნის ნორმატივს განსაზღვრავს; საუბარი შეეხო „საქპატენტში“ მიმდინარე ადგილწარმოშობის ღვინის „რაჭა“ რეგისტრაციის პროცესს, ასევე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველთან დაკავშირებულ საკითხებს. "ყურადღება გამახვილდა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ადგილზე, ადგილწარმოშობის დასახელების გეოგრაფიულ საზღვრებში გადამუშავების საკითხს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ღვინის ხარისხის დაცვასა და ფალსიფიკაციის აღმოფხვრას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას და ღვინის ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული მიზნისთვის, აუცილებელია რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ღვინის საწარმოები ამოქმედდეს, სადაც შესაძლებელი იქნება ე.წ. „ხვანჭკარას" ჯიშების სრულად გადამუშავება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღვინის დამზადება. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს არსებული მიმართულებით ვითარება, შეფასდა ღვინის საწარმოების შესაძლებლობები. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მოხდება აღნიშნული მიმართულებით გამოწვევების შეფასება და მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)