|
2024-03-30 15:26:47, 910 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-დან დაბრუნებულ სამხედროებს წარმატება მიულოცა
აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სამხედროებს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილსა და კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი ნოზაძეს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა. "ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით, ასევე წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ. „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრი“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)