|
2024-03-29 14:24:32, 904 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ქალთა საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და ამავე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარ იმ ქალბატონებს შეხვდა, რომლებიც ვანის, ჩხოროწყუს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან მარნეულში სასათბურე მეურნეობების საქმიანობის გაცნობის მიზნით ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სამდივნოს ხელმძღვანელი თინათინ ოდილავაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურან ფანგანი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მარნეულსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ქალთა საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, დამატებით, ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისათვისაც ხელმისაწვდომი გავხადეთ აღნიშნული პროგრამით სარგებლობა. მიზნობრივი მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ქალს შესაძლებლობა მიეცა, სასათბურე მეურნეობა მოეწყო“,- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა. გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩხოროწყუს, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ბენეფიციარების ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა შორის გამოცდილების გაზიარება და დარგობრივი ცოდნის მიწოდება სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურების 2024 წლის სამოქმედო გეგმით გაწერილი ერთ-ერთი აქტივობაა და ყოველთვიურად ხორციელდება. „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ 2022 წელს, მარნეულსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. 2023 წელს პროგრამა ჩოხატაურის, ვანისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში გაცემული თანადაფინანსება 1,8 მლნ ლარს აღემატება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)