|
2024-03-28 17:18:18, 1038 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მოემსახურებოდნენ, შესრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტისკენ მოძრავი ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. „ჩვენ განვახორციელეთ მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიცია, შევიძინეთ სამი უახლესი ევრო 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და ტურისტებს მოემსახურება Shuttle Bus-ის პრინციპით. ავტობუსები იმოძრავებს საათში ერთხელ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგებული იქნება ფრენების განრიგზე. გაჩერდება ქუთაისის აეროპორტთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან. ღირებულება იქნება ხვალიდან ხუთი ლარი. დღეს მგზავრებს მოვემსახურებით უფასოდ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS ემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მილიონ 400 ათასი ლარის ღირებულის იაპონური ISUZU-ს მარკის ხალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა. პირველი რეისით ქუთაისის ცენტრისკენ აეროპორტის ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, DMO Imereti-ის ხელმძღვანელმა მარიამ დევიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა იმგზავრეს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)