07:02 - 22 Sep, 2026
|
2024-03-24 17:05:33, 858 ნახვა
საზოგადოება
GWP - გოძიაშვილის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა - ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი
თბილისში, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩის N31-ის მიმდებარედ, წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) ავრცელებს. GWP-ის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება. "აღნიშნულთან დაკავშირებით, 15:30 საათიდან 25 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: ვაშლიჯვრის დასახლებაში - სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის, თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს",- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)