|
2024-03-24 15:04:55, 807 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ე.წ. ვეტინგზე - გვეუბნებიან, რომ მოვიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები - ვინ შეამოწმა თავად მათი კეთილსინდისიერება
გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ჯერ ერთი, ვინ შეამოწმა თავად მათი კეთილსინდისიერება? საერთოდ, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ, ამხელა ისტორიის ერს, რომ არ მოვიწვიოთ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, "2012 წელს, დასავლეთის პირდაპირი ინსტრუქცია იყო, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლება სასამართლოს არ შეხებოდა, შესაბამისად, მოსამართლეები სისტემის ბედს თავად წყვეტენ". "ყველა მოსამართლეს აქვს საკმარისზე მეტი გამოცდილება, 20 და 30-წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინწინ. აქვე შეგახსენებთ ყველას და შევახსენებ ამ კრიტიკოსებსაც, რომ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, მათი პირველი რეკომენდაცია კი არა პირდაპირ ინსტრუქცია, დავალება იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები, ჩვენ აბსოლუტურად არ ჩავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე, სამასი მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს, თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. ამიტომ, კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამაზე რომ გვიწევს საუბარი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფელია, რომ ჩვენი, ქართული სასამართლოს კეთილსინდისიერება უნდა შეგვიმოწმონ უცხოეთის მოქალაქეებმა. გახსოვთ, რამდენი მაგალითი არსებობს, იგივე გააკეთეს უკრაინაში და სხვაგანაც, ჩართული იყვნენ ადეიშვილი და კიდევ ვიღაცები. როგორ შეიძლება, რომ ადეიშვილისნაირმა ბოროტი სისტემის არქიტექტორებმა, შეამოწმონ დღეს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება? ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი",- თქვა ღარიბაშვილმა.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)