11:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-23 23:38:41, 620 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში ქართველი მებრძოლი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია დაიღუპა

უკრაინაში, ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში გმირულად დაეცა კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ჭანია, იგივე "ჭანო".

 "ჭანო" ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 'აზოვის" მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად იერიშში მონაწილეობდა. მეგობრების თქმით, მტრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტურმის დაწყებისთანავე  "ჭანო" ოკუპანტთა სანგარში ჩახტა, მყისიერი ცეცხლით გაანეიტრალა ოთხი ოკუპანტი, პოზიციები დაიკავა, თუმცა  რამდენიმე წუთში    ოკუპანტთა შვეულმფრენის  მიერ გაშვებული  უმართავი რეაქტიული რაკეტები (НУРС) რაკეტები სანგართან აფეთქდა - ისინი ოკუპანტებმა უკვე დაკარგული პოზიციის  მიმართულებით გაისროლეს. სწორედ ამ დროს დაიღუპა თენგო ჭანია.  

 ადგილზე მიმდინარე გამალებული შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება თენგო ჭანიას ცხედრის გამოტანა ბრძოლის ველიდან - მისი მეგობრები და თანამებრძოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს მისია შეასრულონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics