|
2024-03-22 17:18:22, 833 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 26 მარტს, გულშემატკივარი ფინალის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეძლებს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება და ფინალში გასვლა მიულოცა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა. კალაძემ მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს ქომაგობისა და ქართული სპორტის სიყვარულისთვის. „პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას. გუშინ უამრავი ადამიანი იყო გამოსული და ზოგმა სტადიონზე, ზოგმა კი დიდ ეკრანთან უყურა თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო წვიმდა. ეს არის ქართული სპორტის სიყვარული. უთქვენოდ, გულშემატკივრის გარეშე არანაირი ფასი არ აქვს სპორტს, ფეხბურთს. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სპორტსმენებს უდიდეს მუხტს აძლევთ. მადლობა თქვენ, ქომაგობისთვის და ქართული სპორტის სიყვარულისთვის. ახლა კი, ერთი ნაბიჯი რჩება ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. 26 მარტს, „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე ფინალი გაიმართება. ჩვენი ბიჭები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხვალ, 23 მარტიდან იწყება საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა, ხოლო მათთვის, ვინც ბილეთის ყიდვას ვერ შეძლებს, დედაქალაქის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყობს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონას და დიდ ეკრანს. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)