|
2024-03-22 13:58:42, 570 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ხედვები წარმოადგინოს
კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს უდიდესი შანსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რის საფუძველსაც აძლევთ ჩატარებული კვლევები და საზოგადოების მხარდაჭერა. „ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უზარმაზარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი. გარდა ამისა, კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში. გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ჩვენს გუნდს აქვს უდიდესი შანსი მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება შეუძლია, სხვების თითის დაქნევაზე არ მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა კი არავის მიეცემა. „არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ - 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების ამბავიც და ისიც, თუ ვის ჰქონდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია. 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)