|
2024-03-21 15:20:58, 587 ნახვა
საზოგადოება
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა. გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს აღნიშნული საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის. „საკითხები, რომლებიც ამ ფორმატში განვიხილეთ უმნიშვანელოვანესია საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის, მართლმსაჯულების განვითარებისთვის, ეფექტიანობის გაზრდისთვის და პროფესიათა დაახლოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო მომავალშიც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას და ის გამოწვევები და პრობლემები რაც არსებობს, ვფიქრობ, ამ საბჭოს დახმარებით მომავალში გადაიჭრება",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, ფემიციდს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მართლმსაჯულების გაციფრულებას, რაც მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლას გულისხმობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ერთწლიანი თემატური პროგრამა დამტკიცდა. მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)