|
2024-03-20 15:38:24, 578 ნახვა
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტრენერის პროფესიას დაეუფლებიან
სპეციალური პენიტენციური სამსახური, სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას აგრძელებს - ამ მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მემორანდუმი ხელს უწყობს დაწესებულებებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების განვითარებას/ხელშეწყობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ მსჯავრდებულების ინსტრუქტორებად მომზადებას/გადამზადებას. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ცხვარაშვილმა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ტრისტან გულბიანმა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სპორტის ოთხ სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში – №5, №12 და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებმა მწვრთნელებად მომზადების მოკლევადიანი კურსი პროფესიონალი ტრენერის დახმარებით უკვე გაიარეს. პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს სერთიფიკატებიც გადაეცათ და ისინი დასაქმებას შეძლებენ მწვრთნელის შესაბამის პოზიციაზე როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე გათავისუფლების შემდგომ. პენიტენციური სამსახური ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და დაწესებულებების თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვის პროცესს კვლავ გააგრძელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)