|
2024-03-20 13:50:31, 455 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა
დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გარდა ამისა, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ხდება პირის იდენტიფიცირება და შესაბამის სამგზავრო დოკუმენტზე მოცემული ფოტოსურათის შედარება აღნიშნულ პირთან. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანობისა და პრაქტიკაში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, 2023 წელს, დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ფრონტექსის მიერ მიღებული მოდელის საბოლოო ვერსიის მიხედვით შემუშავდა. ამასთან, საზღვრის ინტეგრირებულ მართვაში ჩართულ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგად შეიქმნა და დავამტკიცეთ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის მთავარი მიზანი საზღვრის მართვის კონტექსტში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს შეიქმნა და პრაქტიკაში დაინერგა საქართველოდან გაძევებულ პირთა ანალიტიკური მოდული, რაც საზღვრის რისკის ანალიზის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)