|
2024-03-20 13:40:12, 453 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება - ოფიცრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ბათუმსა და რუსთავში
კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, როგორც გასულ წელს ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ, მართლწესრიგის ინსტიტუტი რუსთავსა და ბათუმში 2023 წელს ამოქმედდა, - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფციაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს რამდენიმე ათეული, ენერგიული ახალგაზრდა შემოუერთდა, რომლებიც მართლწესრიგის ოფიცრის რანგში იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფციაზე, გაცხადებული გეგმის თანახმად, განხორციელდა ანალიტიკური ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში 94 ანალიტიკოსი მუშაობს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)