|
2024-03-19 12:48:33, 487 ნახვა
საზოგადოება
50% ფასდაკლება სტუდენტებს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე - თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, სპექტაკლების ბილეთებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. სპეციალური შეთავაზება გულისხმობს 50% ფასდაკლებას თეატრის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებისთვის. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია: - მიბრძანდეთ თეატრის სალაროში; აქცია მოქმედებს მხოლოდ სპექტაკლის დღეს, 19:00 – 20:00 სთ. პერიოდში. სტუდენტური ფასდაკლება არ მოქმედებს პრემიერის დღეებზე. „ბაზისბანკი მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი პრემიერა თუ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ეზიარონ ქართულ კულტურას და ახალი ინიციატივის ფარგლებში თეატრის მოყვარულები 50% ფასდაკლებით დაესწრონ სპექტაკლებს. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს მაყურებელს“, - აცხადებს თამარ, ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)