|
2024-03-18 12:47:05, 697 ნახვა
საზოგადოება
Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან
"თიბისის" მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეების და მენტორების შეხვედრას "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციურმა სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გოგოების გუნდებისთვის საერთაშორისო კონკურსში ასპარეზობისთვისაა მნიშვნელოვანი. წარდგენილი პროექტებიდან 18-19 მაისს, ნახევარფინალში ადგილობრივი ჟიური გადაარჩევს ნამუშევრებს და შეირჩევა გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით. Technovation Girls-ის ფარგლებში, მონაწილე გოგონები, ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)