|
2024-03-16 15:27:27, 1012 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობით გერმანიაში კონფერენცია გაიმართა
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის Prowein Dusseldorf ფარგლებში, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ განხორციელებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო ბოლო წლებში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდა. „მსგავსი მასშტაბით სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლების შეკრება პირველად გაიმართა და მისი მიზანი იყო განვლილი საქმიანობის შეფასება და იმ სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა, ასევე ღვინის გლობალურ ბაზარზე ჩვენი ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოყალიბება. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, რისი შემადგენელი ნაწილიც კონტრაქტორ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობაა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციების: Colangelo & Partners (აშშ), Meiburg Wine Media (ჩინეთი), Swirl Wine Group (დიდი ბრიტანეთი), People PR (პოლონეთი), ff.k Public Relations (გერმანია) ხელმძღვანელები და ღვინის მაგისტრი ქესიდი დარტი (ჩინეთი) ესწრებოდნენ. „ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ კოლეგებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაფართოოთ ქართული ღვინის ბაზარი მსოფლიო მასშტაბით; ვფიქროთ სტრატეგიებზე, რომლებიც დაეხმარება მსოფლიოს, შეიყვაროს ქართული ღვინო, ისევე როგორც ჩვენ გვიყვარს. ჩვენ განვიხილავთ ახალ მიდგომებს, რომელთა დანერგვაც შეგვიძლია გლობალური მასშტაბით. ჩვენ უნდა გავიგოთ ქართული ღვინის კულტურა და ვიგრძნოთ თავი მის ნაწილად, რომელიც არის ძალიან ძლიერი, თანამედროვე და დინამიური ღვინის სამყაროსთვის“, - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა, მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელმა დებრა მეიბურგმა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)