|
2024-03-15 17:45:21, 909 ნახვა
საზოგადოება
„თიბისისთან“ პარტნიორობობით Google-ის ინიციატივა Women Techmakers-მა ტექ ღონისძიება ჩაატარა
14 მარტს ტერმინალმა მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს" უმასპინძლა. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. წელს ღონისძიებაზე მოვისმინეთ არაერთი პროფესიული ტექნოლოგიური თემები, ასევე სცენა დაეთმო ტექნოლოგიურ განათლებას, გენერაციულ AI-ს, Low ტექს და სხვა. „შეცვალე მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ეს პროექტი აცნობს ქალებს ტექნოლოგიებს და უზიარებს წარმატებულ ისტორიებს. გვსურს რომ მოტივაციტორები გავხდეთ ქალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობას",- აცხადებს ელენე კვარაცხელია, WTM ამბასადორი, "თიბისის" დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი. ღონისძიება Google-ის, "თიბისის", გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)