09:02 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 15:12:33, 661 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - გულწრფელად მაინტერესებს, რომის პაპი რაზე ფიქრობდა, მის განცხადებას ვერ ვიგებ

გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ, - ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რომის პაპის განცხადებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ამ ხალხმა თავის დაცვა შეძლოს".

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ“, - განაცხადა ბერბოკმა.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics