|
2024-03-06 12:28:05, 755 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე „მწვანე გურიის“ პროექტის მრჩეველთა საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო
ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ დაინტერესებულ მხარეთა მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლიმ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა გახსნეს. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს და მისი ეფექტიანი განხორციელებისთვის რეკომენდაციები გააზიარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პროექტში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სოფლის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოს მთავრობისთვის სოფლის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროპასთან დაახლოებისა და მათი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ვახორციელებთ. სოფელი, უნდა იყოს კიდევ უფრო წარმატებული როგორც მეწარმეობის, ასევე სოციალურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამისთვის, სახელმწიფო არაერთ მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის ინკლუზიურ განვითარებას“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ. სიტყვით გამოსვლისას CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლიმ საქართველოში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვაში პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იდენტიფიცირებული სტრატეგიული საჭიროებების განხორციელებისთვის როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებებით. შეხვედრის ფარგლებში, ოზურგეთის ჩოხატაურის ლანჩხუთისა და გურჯაანის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) თავმჯდომარეების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსია „LAG-ები სოფლის განვითარებისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები“. ღონისძიებას, ევროკავშირის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, გურიის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში, ახორციელებს CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტისა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)