|
2024-03-05 10:40:49, 691 ნახვა
მსოფლიო
მილერი - ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში დახმარების მისაწოდებლად, რათა ჰუმანიტარული კატასტროფა შემცირდეს
აშშ მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, რათა შემცირდეს ჰუმანიტარული კატასტროფა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, შეერთებული შტატები ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული ვითარებით "უკიდურესად შეშფოთებულია". "გასულ კვირას მომხდარმა ინციდენტმა ცხადყო, რომ საკვების, წყლის და წამლების გამო ხალხი სასოწარკვეთილია. მშობლები შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან, როგორ გამოკვებონ შვილები. შაბათ-კვირას, თავდაცვის დეპარტამენტმა და იორდანიის სამეფოს საჰაერო ძალებმა 38 000 ულუფა საკვები ჩაყარეს ღაზაში. მიზეზი, რატომაც ჩვენ ვცდილობთ დახმარების რაც შეიძლება მეტი გზით მიწოდებას, არის ის, რომ ხალხს თუ ეცოდინება, ის სატვირთო მანქანა, რომელსაც ისინი ხედავენ, არ არის ბოლო, რომელიც იქნება მათ სამეზობლოში და მიაწოდებს საკვებს მომდევნო კვირაში ან ერთი თვის განმავლობაში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხეში ჩაიგდონ საკუთარი თავი ან მეზობლები",- განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)