17:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 12:30:23, 698 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რონალდ პრაისს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივი პროექტებით უკვე მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.  

„საქართველოს ირიგაციის სექტორის რეფორმირების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, მაქსიმალური თანამშრომლობით და  კოორდინაციით, საერთო მიზნების ეფექტიანად განხორციელებას, გამოწვევების დაძლევას  და უკეთესი შედეგების მიღწევას შევძლებთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც რონალდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს, წლების განმავლობაში, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და მომავალში, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics