|
2024-02-28 10:55:08, 938 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა
"გალტ & თაგარტმა", USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. "გალტ & თაგარტის" კვლევა მოიცავს სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე განიხილავს სეკურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში. სეკურიტიზაციის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად "გალტ & თაგარტმა" გამოიკითხა ბაზრის ყველა მოთამაშე, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, სახელმწიფო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და სხვა პოტენციური ინვესტორები. აღნიშნულის შედეგად და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის მხარეს (ინვესტორებს), ისე სეკურიტიზაციის პროდუქტების პოტენციურ ბენეფიციარებს (originators). „კაპიტალის ბაზრის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში. ამ კუთხით სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვა და ამ ინსტრუმენტებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა მნიშვნელოვანია. "გალტ & თაგარტი" აქტიურად არის ჩართული საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. შარშან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩვენ კერძო კაპიტალის შესახებ წარვადგინეთ კვლევა. დღეს, იგივე პროგრამის ფარგლებში სეკურიტიზაციის განვითრების შესაძლებლობაზე გვაქვს წარმოდგენილი ანგარიში. ვფიქრობთ, რომ USAID-ის და სხვა დონორების მხარდაჭერა ამ ტიპის კვლევებისადმი მნიშვნელოვანია საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარებისთვის“,- განაცხადა "გალტ & თაგარტის" კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა. USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი ეხმარება საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის შესახებ: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით. https://www.facebook.com/USAIDEconomicGovernanceProgram სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ: სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)