|
2024-02-21 13:45:48, 561 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას. მისი თქმით, გასულ წელს დამტკიცდა 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA)" 2022 წლის შეფასებას. „შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. ამასთან, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, სტრატეგიის ახალი მიმართულებაა საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასების დაწყება. "2024 წელს სამინისტროს მიერ პირველად განხორციელდება შერჩეული ერთი პროგრამის ეფექტიანობის შეფასება და დაიწყება შეფასების სისტემის დანერგვა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის (OBS) განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა ადგილი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, არამედ პროგრესიც დაადასტურა და გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 120 ქვეყანას შორის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა" 2024-2026 წლისათვის. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა 2024 წელსაც გაძლიერდება და საჭირო პროცესების სრული ინტეგრირება მოხდება საბიუჯეტო ციკლის არსებულ კალენდარში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)