|
2024-02-21 10:57:11, 1090 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება
"თიბისის" მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე" შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე სივრცეებსაც აერთიანებს, ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, დაგეგმილია 2 საცხოვრებელი ბლოკისა და მათ გარშემო სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მეორე ფაზის ფარგლებში კი, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელი, ბიზნესცენტრი და მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება. მეორე ფაზის დასრულება 2026 წელს იგეგმება.
კომპლექსის პირველი ფაზა ჯამში 186 ბინას, 3000 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს და ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს. მანქანებისგან თავისუფალი, შიდა, გამწვანებული ეზო კეთილმოწყობილი იქნება სარბენი, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო სათამაშო მოედნებით, ელექტრო სკუტერების სადგომებითა და დამტენებით. კომპლექსის მეორე ფაზა 1500 კვ.მ ფართობზე A კლასის ოფისებს, 3100 კვ.მ კომერციულ სივრცეს, კვების მოლს, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელს, გამწვანებულ ტერასებს, საცხოვრებელ ბინებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს. კომპლექსი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალით შენდება, რომელიც ხმის და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს და მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს კომუნალური ხარჯები 40%-ით დაზოგონ.
პროექტის მაცხოვრებლები - სახანძრო სისტემის, დასუფთავების, გამწვანებისა და მებაღეობის სერვისებით, ასევე უსაფრთხოების 24 საათიანი ინსპექტირებით ისარგებლებენ. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მშენებლობის პროცესშივე ისარგებლოთ "თიბისის" გამარტივებული იპოთეკური სესხის პირობით. პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)