|
2024-02-19 10:42:48, 1035 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯ.ს. - ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული. "ჯ.ს. - ს მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გ.ზ. - ს ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს. - ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ. - სთან. მოგვიანებით, ჯ.ს. - მ მას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ. - ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველებმა, ჯ.ს. და გ.ზ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)