|
2024-02-15 17:25:04, 967 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს
საუდის არაბეთთან პარტნიორობას, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალ-ფალიჰთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, რომლის პოტენციალიც ეკონომიკის არაერთ სფეროში არსებობს. "იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც ლევან დავითაშვილმა და ხალიდ ალ-ფალიჰმა ყურადღება გაამახვილეს, საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, ასევე ყურის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს თვეებში მხარეებს შორის დაიწყება მოლაპარაკებები ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შეთანხმებაზე. აღსანიშნავია, რომ ყურის ქვეყნებიდან საუდის არაბეთი იქნება მესამე ქვეყანა, ვისთანაც საქართველოს ექნება ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება. რაც შეეხება ყურის ქვეყნებთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს, ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წელს, თუმცა, კოვიდმა პროცესი შეაფერხა და ეს საკითხი ჩვენ ქვეყნებს შორის ახლა აქტუალურია. „როგორც წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი ხდება ყურის ქვეყნების საბჭოს ფარგლებში და არა ცალკეულ ქვეყნებთან ,ინდივიდუალურად, თუმცა, გამონაკლისი მაინც არსებობს - გასულ წელს ხელი მოვაწერეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც წელს უნდა შევიდეს ძალაში. ასევე გასულ წელს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შევხდით საბჭოს გენერალურ მდივანს, სადაც ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების განახლებაზე, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით გამოირჩევა - 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 25%-ით არის გაზრდილი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მისივე განცხადებით, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორიცა ენერგეტიკა, ლოგისტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი და ა.შ.", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)