|
2024-02-15 15:15:57, 1333 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძე სოფელ ზედა მახუნცეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, სოფელ ზედა მახუნცეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრას მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რევაზ ვარშანიძე და საკრებულოს მაჟორიტარი ლევან ვერძაძე ესწრებოდა. "ზედა მახუნცეთში, გეოლოგიურმა სამსახურმა 13 ოჯახი შეისწავლა. ამ ეტაპზე, 3 ოჯახი დროებით გაყვანილია ქირით. მერი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის მდგომარეობას და მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, მოინახულა მეწყრული ლოკაციები. აღსანიშნავია, რომ ქედაში რამდენიმე დღეა გეოლოგიური სამსახური სწავლობს მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მზად, კომისია იმსჯელებს, დაითვლის ზარალს და თითოეულ მოქალაქეს გაეწევა შესაბამისი დახმარება. ასევე, დასკვნით ეტაპზეა სოფლის ცენტრებთან მისასვლელი და შიდა საუბნო-სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)