|
2024-02-14 13:15:27, 782 ნახვა
მსოფლიო
მედია - ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Ехо Кавказа ადგილობრივ ჟურნალისტზე, იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. Ехо Кавказа-ს ცნობით, საპროტესტო ნოტა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ "გადაწყვეტილების რატიფიცირებას" შეეხება. "არაოფიციალური ინფორმაციით, 3 დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კანონში შეტანილი ცვლილებები (რატიფიცირებასთან დაკავშირებით), რომელიც სახელმწიფო აგარაკის მესამე პირისთვის გადაცემას კრძალავს, ვიღაც კონკრეტულს არ აწყობს, ,თუმცა მთავარი კითხვა ეს არ არის, მთავარი ის არის, რატომ მალავს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც ოფიციალურ საიტზე და არც ტელეგრამზე", - წერს გამოცემა. მედიის ცნობითვე, აღნიშნულ ინფორმაციას ე.წ. ოპოზიციაც ადასტურებს. "ჩვენს ხელთ აღმოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეუბნებიან, გადაწყვიტოს თავისი პოზიცია - დაადასტურონ დებულებებისადმი ერთგულება, რაც გამომდინარეობს შეთანხმებიდან, ან რატიფიცირებამდე მიღებული საკანონმდებლო აქტებით. ამასთან დაკავშირებით, ვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას ჩვეულ კულუარულ მუშაობაზე და გამოაქვეყნოს ნახსენები ნოტა. ასევე, საზოგადოების სრული უნდობლობის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ იყოს შეთანხმებული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას", - ნათქვამია ე.წ ოპოზიციის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)