|
2024-02-13 10:34:34, 1188 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ტატანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ამჯერად სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მრგვალი ჭალაში, იგოეთში, სამთავისში, ბოჟამსა და თოგოიანში გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო. „ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, განსახორციელებელი პროექტები კი ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს. მოსახლეობის მიერ დასახელებული პროექტები წლის ბოლომდე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)