|
2024-02-12 10:58:37, 1227 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელში: გამდლსწყარო, გორაკა, ვაკე, საკორინთლო, ახალშენა, პანტიანსა და ქვემო ჭალაში გამართეს. "შეხვედრაზე ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით, ის მცირე მასშტაბის პროექტები შეარჩიეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდება. მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი დაიხარჯება",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)