|
2024-02-07 11:26:43, 1348 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება. კასპის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წინარეხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართეს. "სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს და შემდეგ განსახორციელებელი პროექტებიც შეარჩიეს. შეხვედრაზე ადგილობრივებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის სხვა საჭიროებებსა და მათ განხორციელებაზეც იმსჯელეს. მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე "სოფლის პროგრამის" მიერ გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)