13:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 11:01:28, 559 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

„უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანი მართვა და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების გაძლიერება. მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

საქართველოს ისტორიაში პირველად, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფის 12-მა თანამშრომელმა საბერძნეთში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერებას, 2023 წელს,   სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოებში მოეწყო ელექტრონული დაკვირვების სისტემები, გაუმჯობესდა მესაზღვრეების შეიარაღება. აქტიურად ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონაში და სასაზღვრო ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟს",- განაცხადა გომელაურმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა  აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებითაც.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. ,,Airbus Helicopters“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას პირველი შვეულმფრენი მიმდინარე წლის მარტის თვეში გადაეცემა, ხოლო ივნისის ბოლომდე, განხორციელდება დამატებით 2 შვეულმფრენის გადმოცემა. ჯამში სასაზღვრო პოლიციას, მიმდინარე წელს, 3 ახალი შვეულმფრენი ეყოლება“,- განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics