|
2024-02-05 09:35:49, 1266 ნახვა
რეგიონი
კასპის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და დეპუტატებთან ერთად, ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევის, ახალსოფლის, ჭყოპიანის, კაპრაშიანის, გარიყულას და ერთაწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესარჩევი პროექტები განხილეს, რომელიც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობის მიხედვით შეარჩიეს. "მოსახლეობამ არჩევანი საუბნო გზებზე, სანიაღვრეს მოწყობა - მოხრეშვაზე, გარეგანათებისა და სკვერის მოწყობაზე გააკეთა. ამასთან ერთად, დავით ქისიშვილმა სოფელ ერთაწმინდის მოსახლეობას საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმად მიმდინარე წელს სოფელში გაზიფიცირების „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების შერჩევა დამოკიდებულია მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპზე, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელში გაიმართება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)