11:16 - 13 May, 2026
|
2024-01-31 22:17:42, 875 ნახვა
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე - მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)