|
2024-01-31 21:03:05, 809 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ჯანლუკა ძამბროტასთან ერთად La Gazzetta dello Sport Georgia-ს პრეზენტაციას დაესწრო
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. გამოცემის პრეზენტაციას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეგენდარულ ფეხბურთელთან, ჯანლუკა ძამბროტასთან ერთად დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „ძალიან გახარებული ვარ. ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემა La Gazzetta Dello Sport საქართველოშიც იქნებოდა წარმოდგენილი. ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია SMH Global-ს და მის დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართული სპორტის, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი ქართველი სპორტსმენების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ უფრო დააახლოებს ქართველ და მაგალითად, იტალიელ გულშემატკივრებს ერთმანეთთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა გამოცემის ქართული ვერსიის მესვეურებს თანადგომა აღუთქვა. „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა და მინდა ვუთხრა ლაშას, რომ თუ რაიმე საჭიროა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, არის სრული მზაობა, ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ. იმიტომ, რომ ქართული სპორტისთვის, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ამ საქმეში მინდა დიდი წარმატება გისურვოთ და ჩვენი იმედი გქონდეთ ყოველთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სპორტსმენები.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)