|
2015-02-11 16:34:14, 4544 ნახვა
კომენტარი
სანიკიძე: დეკრეტში მყოფი დირექტორის მოადგილის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს
ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი #115 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე დეკრეტში ყოფნისას სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც აღნიშნული თემის კომენტირებისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. "ინფორმაცია მაქვს და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ყველას გამორჩა მხედველობიდან. ეს არის სახელშეკრულებო პირობები, რომელზეც პასუხისმგებლები არიან ხელშეკრულების მხარეები. ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოს მიმართა და ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული. სანამ საქმე სასამართლოში იხილება, არა მგონია ვინმემ შეძლოს რაიმე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. ხელშეკრულებას მხარეები ჰყავს და აბსოლუტურად ლეგიტიმური გზით მიდიან პედაგოგიც, სკოლაც და იმედი მაქვს, ეს საკითხი ასე დარეგულირდება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)