|
2024-01-25 17:35:36, 663 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ბრიუსელში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებაზე. აღინიშნა, რომ გასულ წელს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანალიტიკურ დასკვნაში ასახულ პრიორიტეტულ სფეროებში საქართველოს ჰქონდა ხელშესახები პროგრესი, რაც სათანადოდ შეფასდა ევროკავშირის მხრიდან. „ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად. სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შამუგიას თქმით, მიზანშეწონილია, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, დარგობრივმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილონ ევროკავშირის მოლოდინები და გასატარებელი საჭირო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს რეკომენდაციების ეფექტიანი აღსრულების პროცესს. გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების შესახებ - ეროვნული კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობასა და სტანდარტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში; ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, გასულ წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ახალი კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“. „შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ წყლის ხარისხი და წყლის რესურსების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ქვეყანა, ეტაპობრივად, გადადის წყლის რესურსების მართვის ახალ სისტემაზე - მდინარეთა სააუზო მართვაზე, რითაც გაუმჯობესდება ხარისხიან წყალზე ხელმისაწვდომობა და წყლის რესურსების დაცვა. ბიომრავალფეროვნების დაცვა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურება საქართველოსთვის, ისევე როგორც თითქმის მთელი მსოფლიოსთვის, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა ევროპულ მიდგომებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას. ამასთან, სამინისტრო მუშაობს თევზჭერის მდგრადი განვითარების ეროვნული კონცეფციის მომზადებაზე, რომელიც განსაზღვრავს თევზის რესურსების დაცვისა და მდგრადი თევზჭერის განვითარებისათვის აუცილებელ ყველა მიმართულებას. ევროკომისარმა გარემოს დაცვის, ოკეანეებისა და თევზჭერის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ტემპი, რაც საქართველოს აღებული აქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკომისარმა სრული მხარდაჭერა გამოხატა სამომავლო სექტორული რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)