|
2024-01-24 21:17:40, 774 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვა - ჯერჯერობით არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავში
ჯერჯერობით არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ რუსულ Il-76 თვითმფრინავში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა დღეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ შედგა. „ჩვენი დამცველების უსაფრთხოება, შეთანხმებების მიხედვით, რუსული მხარისგან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც არაერთხელ გაკეთებულა წარსულში. ცნობილია, რომ ტყვეების გადაყვანა ხდება საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, მიუთითებდეს რუსეთის მიერ მიზანმიმართულ ქმედებებზე, რომელიც მიზნად ისახავს პატიმართა სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში. Il-76-ის ჩამოგდების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ლავროვმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა Il-76-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ტერორისტული მეთოდის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი უწოდა. „ჩვენ დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს ჩანიშვნა. ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის წარმომადგენლობა კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობას და დანიშნავს ამ შეხვედრას რაც შეიძლება მალე. არ ვისურვებდი, რომ 2022 წლის ისტორია განმეორდეს, როდესაც ბუჩაში ინსცენირება მოაწყვეს და ბრიტანეთის წარმომადგენლობამ სამი დღით უარი თქვა ასეთი შეხვედრის მოწვევაზე“, - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ Il-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც კიევისა და მოსკოვის კიდევ ერთი შეთანხმების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)