12:08 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 14:11:40, 658 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - არიან ადამიანები და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ "საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად". 

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას და ნებისმიერი სახის პოზიტიურ დინამიკას.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არიან ადამიანები, არის პირთა წრე და სამწუხაროდ, მათ ჰქვიათ ოპოზიცია და ჰქვიათ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. არამხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით განვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება - ეს არის ობიექტური რეალობა, მაგრამ სასიხარულოა, რომ საზოგადოება ამას ხედავს. სასიხარულოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება, იმიტომ, რომ მართლაც რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ არის ჩვენს ქვეყანაში მავნებელი და ვინ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ევროპულ მომავალს და ნებისმიერ  პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

„ქართული ოცნების" ინფორმაციით, „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics