|
2024-01-17 12:16:47, 716 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - გუშინ მაგრად ვხალისობდი ამათ ისტერიკაზე - სხდომაა და არ ვიტყვი სიტყვას, სადაც იმყოფებით
გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და მაგრად ვხალისობდი ამათ [ოპოზიციის] ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, "მიდის პროპაგანდა, რომ ეს სამუშაოები, აღმშენებლობა დ განვითარება ერთგვარ დანაშაულად აქციონ". „რაც შეეხება, ზოგადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, მთავრობა, ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. 2017 წელს, როდესაც მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მენდო, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ხალხს მოლოდინი ჰქონდა და აქვს, რომ ჩვენ განვახორციელებთ პროექტებს, რეფორმებს, მაგრამ არა ისე, როგორც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ – მივიდოდნენ რაღაც ფასადურად, ზედაპირულად გააკეთებდნენ, გახსნიდნენ და ქულებს იწერდნენ – არამედ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ათეულ წლებს გაუძლოს პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ. ცხადია, ამ სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, გამოწვევები, გადაადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. თუ არ გადათახარე, ხომ ვერ შეცვლი იმ ჟანგიან და გაუბედურებულ მილებს, საიდანაც წერეთლის გამზირის მოსახლეობა იღებდა წყალს, რატომ არავინ არ საუბრობს ამაზე, რა მდგომარეობაში იყო კომუნიკაცია და რა პირობებში უწევდა მოსახლეობას ცხოვრება. ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ და ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ავიღოთ, პარკები, სკვერები რაც კეთდება ამ ქალაქში, სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერებიც ხომ იყვნენ გაეკეთებინათ – დღეს ნაკლები გვექნებოდა გასაკეთებელი ამ მიმართულებით. დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს, ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ მთელი დღე ვაკვირდებოდი და მაგრად ვხალისობდი ამათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება კიდევ გაგცემთ შესაბამის პასუხს, რადგან თქვენ ხართ უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც ინტერესი არ აქვთ ქვეყნის განვითარების. ინტერესი არ აქვთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული და მოხდეს ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა კალაძემ.
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)